პრეზიდენტი ,,ბაქტერიოფაგსა“ და ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ საექთნო კოლეჯს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი ელიავას სახელობის კვლევით ინსტიტუტ ,,ბაქტერიოფაგსა“ და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ საექთნო კოლეჯს ესტუმრა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა “ბაქტერიოფაგში“ ფაგოთერაპიის ცენტრი, სასწავლო ლაბორატორიები, მუზეუმი და ბიბლიოთეკა დაათვალიერა და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
სალომე ზურაბიშვილი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ საექთნო კოლეჯში სტუდენტების სწავლების მეთოდებს, სასწავლო გაცვლით პროგრამებსა და სამომავლო დასაქმების სქემას გაეცნო და სიმულაციის ოთახი, ბიბლიოთეკა, კოლეჯი და უნივერსიტეტის სტუდენტების სალექციო აუდიტორიები დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები