ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის სიახლეებისა და პროგრამის წარდგენა გაიმართა

ეროვნულ კინოცენტრში მედიისა და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის სიახლეებისა და პროგრამის წარდგენა გაიმართა.
პრესკონფერენციას დაესწრნენ – ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი – ნანა დოლიძე, ფესტივალის დირექტორი გიორგი გოგიბერიძე, ფესტივალის მენეჯერი ზვიად ელიზიანი და ინდუსტრიული პროგრამის “ალტერნატიული ტალღა” ორგანიზატორები – ლაშა ხალვაში და თინათინ ყაჯრიშვილი.
პროგრამის წარდგენის გარდა პრესკონფერენციაზე განიხილეს ფესტივალის ჟიურის შემადგენლობა, კინოჩვენებების ლოკაციები და ინდუსტრიული პლატფორმის (“ალტერნატიული ტალღა”) ფარგლებში დაგეგმილი ვორქშოფები.
ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო ფესტივალი 2006 წელს დაარსდა. იგი წელს ბათუმში 15-22 სექტემბერს ჩატარდება.
კინოფესტივალის ორგანიზატორია – ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“, ხოლო ოფიციალური პარტნიორი – ქალაქ ბათუმის მერია. მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, “ბრიტანეთის საბჭო“, გოეთეს ინსტიტუტი და იტალიის საელჩო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები