ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი სამეფო ტახტზე უარს ამბობს

ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი ტახტს ტოვებს, – ამის შესახებ სააგენტო “Associated Press” იუწყება. ტახტის მემკვიდრე მისი ვაჟი პრინცი ფელიმე გახდება. ხუან კარლოსმა ესპანეთის სამეფო ტახტი 1975 წლის 22 ნოემბერს, ფრანსისკო ფრანკოს გარდაცვალებიდან ორი დღის შემდეგ დაიკავა.როგორც უცხოური მედია იუწყება, 76 წლის ხუან კარლოსს ბოლო დროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები