მურმანსკის ოლქში ავიაკატასტროფას 12 ადმიანი ემსხვერპლა

მურმანსკის ოლქში, სადაც გუშინ “მი-8” ტიპის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. მყვინთავებმა 12 ცხედარი იპოვეს.რუსული მედიის ინფორმაციით, კატასტროფის დროს ვერტმფრენში 16 ადამიანი იმყოფებოდა, 5 ეკიპაჟის წევრი, დანარჩენები კი მგზავრები იყვნენ, რომლებიც სათევზაოდ მიდიოდნენ. ვერტმფრენში მაღალჩინოსნები და ბიზნესმენები ისხდნენ. ავიაკატასტროფას მხოლოდ ორი მგზავრი გადაურჩა. ისინი საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები