აჭარის განათლების მინისტრად მაია ხაჯიშვილი დაინიშნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟავაძემ აჭარის განათლების, კულუტურისა და სპორტის მინისტრად აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის ყოფილი უფროსი, მაია ხაჯიშვილი დანიშნა.
თორნიკე რიჟავაძის თქმით, მაია ხაჯიშვილს გავლილი აქვს ყველა ის ეტაპი, რაც განათლების სამინისტროს ეფექტური ფუნქციონირებისთვისაა საჭირო.
“მას გავლილი აქვს ყველა ის ეტაპი, რომელიც საჭიროა განათლების სამინისტროს ეფექტური ფუნქციონირებისთვის. ასევე, მას ბოლო წლებში გამოცდილება აქვს უმაღლეს საბჭოში მუშაობის. დარწმუნებული ვარ, წარმატებით გაართმევს თავს”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
მისივე თქმით, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები აღარ იგეგმება. რაც შეეხება ქვედა დონეებს – ის გარკვეულ ცვლილებებს არ გამორიცხავს.
თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი გგანათლების მინისტრი, ინგა შამილიშვილი 26 მაისს თანამდებობიდან მოხსნა, მიზეზი კი ბათუმში დამოუკიდებლობის დღეზე გამართულ ფესტივალში რუსეთის დროშების გამოჩენა გახდა.