ავღანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი თურქი მუშა დაიღუპა

ავღანეთის აღმოსავლეთით, ნანგარარის პროვინციაში მომხდარ აფეთქებას – სამი თურქი მუშა ემსხვერპლა, – ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მათივე ინფორმაციით, პროვინციის გუბერნატორის აჰმად ზია აბდულაზის განცხადებით, აფეთქების შედეგად ერთი მუშა დაჭრილია. აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, რომელიც მოტოციკლეტით მუახლოვდა მუშებით დატვირთულ მიკროავტობუსს. თურქი მუშები ბეშადის პროვინციაშიმიკროავტობუსით გადადგილდებოდნენ, სადაც მშენებლობაზე მუშაობდნენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები