ზესტაფონის ცენტრალური მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მერია ტენდერს თავიდან გამოაცხადებს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის ცენტრალური მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაობზე ტენდერს თავიდან გამოაცხადებს.
ინფრასტრუქტურის სამსახურმა, მოედნის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, შესრულებული სამუშაოები აღნუსხა, რომელიც კომპანია „ნიკარემსტროიმ“,  როგორც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ განახორციელა. სატენდერო ვალდებულების შესაბამისად, „ნიკარემსტროის“ ცენტრალური მოედნის კეთილმოწყობის სამუშაოები 2019 წლის აპრილის თვეში უნდა დაესრულებინა. თუმცა კომპანიამ ვერ უზრუნველყო  სამუშაოების დასრულება, რის გამოც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანიას ხელშეკრულება გაუწყვიტა.
მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით მაღრაძე, მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, ცენტრალურ მოედანზე შესასრულებელი სამუშაოების აღრიცხვას დაესწრო. სათანადო დოკუმენტაციის შედგენის შემდეგ, მერია ტენდერს თავიდან გამოაცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები