მამუკა ბახტაძე ონის რაიონის სოფელ ზუდალის მოსახლეობას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ონის რაიონის სოფელ ზუდალის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც “კვირას” პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაური ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებებს გაეცნო და მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.პრემი
ერმა ისაუბრა ტურისტების რაოდენობის ზრდის ტენდენციაზე და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის აუცილებლობაზე. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ტურისტების ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ონის მხარეთმცოდნეობის ახალი მუზეუმი, რომელიც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით აშენდება. ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1984 წელს გაიხსნა, თუმცა 1991 წლის ძლიერმა მიწისძვრამ დააზიანა და მასში დაცული ექსპონატების მდიდარი კოლექცია დღემდე ავარიულ შენობაშია მოთავსებული.
პრემიერ-მინისტრმა ონი-ზემო იმერეთის გზის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ქვეყნის რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის და სიღარიბის დასაძლევად დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ტურიზმიდან მიღებული სარგებლის ყველაზე დიდი წილი სწორედ რეგიონში რჩება.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ახალი პროექტების განხორციელებით, რეგიონსა და მის მოსახლეობას ახალი შესაძლებლობები უჩნდება, რაც არათუ რეგიონის მცხოვრებთა ადგილზე დამაგრებას, არამედ მათ დაბრუნებასაც კი შეუწყობს ხელს.