პრემიერ-მინისტრმა ამბროლაურში სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აშენებული მტკნარი წყლის საწარმო დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე რაჭაში დღეს კომპანია „იწის წყლის“ მტკნარი წყლის საწარმოში იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აშენდა.
მთავრობის მეთაურმა ქარხანა დაათვალიერა და საწარმოო პროცესს გაეცნო, რომელიც წყლის მოპოვებით იწყება და პროდუქტისთვის საბოლოო სახის მიცემით სრულდება.

როგორც “კვირას” პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, საწარმოს ხელმძღვანელობამ პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საწარმოში დასაქმებულია 15 ადამიანი, რომელთაგანაც ორი მშობლიურ კუთხეს თბილისიდან დაუბრუნდა.

ISO სერტიფიკატის მფლობელ საწარმოში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 850 000 დოლარია. მის ასაშენებლად კი კომპანიას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 7500 კვადრატული მეტრი მიწა სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცა.
პრემიერ-მინისტრი მეწარმეს ექსპორტში სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას დაჰპირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები