ლევან დავითაშვილი: ჩვენ ჯავახეთის ზეგანის განვითარებას ვიწყებთ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდა.

,,დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაცია გვაქვს. ჩვენ ვიწყებთ ჯავახეთის ზეგანის განვითარებას. ჩამოყალიბდება ადგილობრივი ფერმერული თევზსაჭერი მეურნეობები და კოოპერატივები, რათა მოსახლეობას წარმოების მეტი საშუალება მიეცეს, განხორციელდება ნაოსნობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამებიც, რომლებიც, საბოლოოდ, აბულის, ფარავნისა და საღამოს ტბებს დაცულ ტერიტორიებად აღიარებს.

დაცული ტერიტორიები მოიცავს ეკოსისტემის განვითარებასა და შენარჩუნებაზე ზრუნვას და არ გულისხმობს მოსახლეობისთვის სამეურნეო საქმიანობის შეზღუდვას. არსებული პროექტებით, ვცდილობთ, მოსახლეობას დამატებითი ღირებულებების შექმნაში დავეხმაროთ”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სამომავლოდ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საღამოსა და ფარავნის ტბებში წარსულში დამახასიათებელი იხტიოფაუნის გამრავლებას, თევზის სახეობების აღდგენას გეგმავს, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობას, ისარგებლოს ბუნებრივი რესურსით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები