ვაჟა-ფშაველას გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

წუხელ, გვიან ღამით, ცეცხლსასროლი აიარაღიდან გასროლით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ვაჟა-ფშაველას გამზირის მე-4 კვარტალში მდებარე სკვერის ტერიტორიაზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის ხმა შემოესმათ.
„გავიგე სროლის ხმა, დაახლოებით 4-5 ჯერ გაისროლეს, მოგვიანებით შევიტყვე, რომ ვიღაცა დაჭრეს“, – აღნიშნა საკრებულოს დეპუტატმა თამაზ შოშიაშვილმა.
დაჭრილი ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სსკ-ს 118 -ე მუხლით საქმე აღიძრა, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
სამართალდამცველებისთვის დანაშაულში ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია და მის დასაკავებლად ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები