მამუკა მდინარაძე – უცხოელთათვის ბინადრობის ნებართვაზე: ჩვენ ცოტათი ვამკაცრებთ საინვესტიციო პირობას და ნაცვლად 100 ათასი დოლარისა, მოთხოვნა იქნება საქართველოში 150 ათასი დოლარის ეკვივალენტის ღირებულების უძრავ ქონების შეძენა

ჩვენ ცოტათი ვამკაცრებთ საინვესტიციო პირობას და ნაცვლად 100 ათასი დოლარისა, მოთხოვნა იქნება საქართველოში 150 ათასი დოლარის ეკვივალენტის ღირებულების უძრავ ქონების შეძენა, – ამის შესახებ უცხოელთათვის ბინადრობის ნებართვაზე საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძე უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, უმრავლესობის სხდომაზე საუბარი იყო საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც საინვესტიციო ნებართვებსაც შეეხება.

„თქვენ მოგეხსენებათ, რომ თუ უცხოეთის მოქალაქე საქართველოში შეიძენს 100 ათას დოლარზე მეტი ღირებულების უძრავ ქონებას, მასზე შესაბამისი დისკრეციით – ყველა ვარიანტში არა, შესაძლებელია, გაიცეს ერთი წლით ბინადრობის უფლება.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სტატისტიკაა ბოლო 6 წლის განმავლობაში, ასეთი ნებართვა მიიღო 16 ათასმა უცხოეთის მოქალაქემ და დღეისთვის ეს ბინადრობის ნებართვა შენარჩუნებული აქვს 3 600 ადამიანს, ამის მიუხედავადაც კი, ჩვენ ცოტათი ვამკაცრებთ საინვესტიციო პირობას და ნაცვლად 100 ათასი დოლარისა ეს იქნება 150 ათასი დოლარის ეკვივალენტი, რათა მეტი ინვესტიცია შემოვიდეს და ეს პირობებიც გამკაცრდეს. თუმცა, ეს არ არის სფერო, სადაც ჩვენ დეველოპერებს უნდა დავარტყათ და არაბუნებრივ თანხებამდე გავზარდოთ. 3 600 ადამიანი ბინადრობის უფლებით, როდესაც ამაზე აპელირებენ-ხოლმე, საშიშროებას ნამდვილად არ წარმოადგენს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები