თბილისში კორპუსი ძლიერ აფეთქებას გადაურჩა

თბილისში, საბურთალოს რაიონში, ჭილაძის ქუჩის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აფეთქება მოხდა. მიზეზი სავარაუდოდ ღიად დატოვებული გაზქურის ონკანი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ყაზტრანსგაზ-თბილისი” ავრცელებს.

,,აფეთქების შესახებ ინფორმაცია კომპანიის ცხელ ხაზზე შეტყობინება 18:41 წუთზე შემოვიდა. კომპანიის სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დადგინდა, რომ აღნიშნული კორპუსი გაზის დიდი რაოდენობით დაგროვების გამო ძლიერ აფეთქებას გადაურჩა. მეზობლების განცხადებით, აღნიშნული ბინა გაქირავებული იყო.

დაშავებულია სამი ადამიანი, რომლებსაც მსუბუქი დამწვრობა აღენიშნებათ. დამატებითი დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი,” – ნათქვამია განცხადებაში.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას არდატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში და უყურადღებოდ. ამით საფრთხე ექმნებათ ოჯახის წევრებისა და მეზობლების სიცოცხლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები