ლევან დავითაშვილი – აშშ-ში საქართველოს ელჩის დანიშვნაზე: პროცესი მიდის გეგმაზომიერად, პროცედურები ხორციელდება დროში გაწერილი, რომელსაც არანაირი შეფერხება არ აქვს
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ ამერიკაში საქართველოს ელჩის დანიშვნა გათვალისწინებული პროცედურის მიხედვით მოხდება.
მისი თქმით, აშშ-ში შეხვედრების დროს ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით საუბარი არ ჰქონია.
„საუბარი მქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ვიზიტის წინ მქონდა ელჩთან საუბარი და იქიდან გამომდინარე, რომ მქონდა ინფორმაცია, რომ ეს პროცესი მიდის გეგმაზომიერად, პროცედურები ხორციელდება დროში გაწერილი, რომელსაც არანაირი შეფერხება არ აქვს, შესაბამისად მიზანშეწონილი არ იყო ამ საკითხის დასმა და ან ამ საკითხის განხილვა შესაბამისს კოლეგებთან. ეს პროცესი, ჩვეულებრივ რეჟიმში ხორციელდება და ელჩის დანიშვნის პროცესმა გასავლელი პროცედურები უნდა გაიაროს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.