ლევან დავითაშვილი: ამერიკული რამდენიმე საექსპორტო პროდუქტისთვის საქართველო არის ძალიან საინტერესო ბაზარი
ამერიკული რამდენიმე საექსპორტო პროდუქტისთვის საქართველო არის ძალიან საინტერესო ბაზარი, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ამერიკისთვის საქართველო საინტერესო პარტნიორია სავაჭრო კუთხით. ამერიკული პროდუქცია საქართველოში შემოდის. საქართველო შეიძლება პატარა სამომხმარებლო ბაზარია, მაგრამ საქართველო მნიშვნელოვანი რეგიონული ცენტრია სავაჭრო-სატრანზიტო ურთიერთობის კუთხით. საქართველოში შემოდის პროდუქცია, რომელიც ნაწილდება მთლიანად რეგიონში და ეს რეგიონი საკმაოდ დიდია. აქედან გამომდინარე, ამერიკული რამდენიმე საექსპორტო პროდუქტისთვის საქართველო არის ძალიან საინტერესო ბაზარი. მაგალითად ნახმარი მანქანების ექსპორტის კუთხით, საქართველო მეათე ქვეყანაა, 2%-მდეა სასოფლო-სამეურნეო, საკვები პროდუქტის თვალსაზრისით“, – აღნიშნა დავითაშვილმა.