სიღნაღში ვანო სარაჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსი დაფუძნდა

სიღნაღში ვანო სარაჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსი დაფუძნდა. შესაბამისი მემორანდუმი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიასა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას შორის გაფორმდა. ინფორმაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
დოკუმენტს ხელი ცნობილი ქართველი მუსიკოსის ვანო სარაჯიშვილის დაბადებიდან 146 წლისთავთან დაკავშირებულ საღამოზე მოეწერა. ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი გიორგი ვაჩნაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი.
გაიმართა კონცერტი ოპერის მომღერლებისა და ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით, ასევე, ვანო სარაჯიშვილის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება.
ვანო სარაჯიშვილის დაბადების 146 წლისთავთან დაკავშირებით სიღნაღში მთელი დღის განმავლობაში არაერთი კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები