CBS: მაიკ უოლცი თანამდებობას ტოვებს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი მაიკლ უოლცი და მისი მოადგილე ალექს ვონგი თანამდებობებს ტოვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას CBS-ი რამდენიმე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პოლიტიკოს“ ჟურნალისტის, ჯეიკ ტრეილორის თქმით, აღნიშნულ თანამდებობაზე უოლცი შესაძლოა, აშშ-ის ლიდერის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა ჩაანაცვლოს.

შეგახსენებთ, რომ 11 მარტს, მაიკ უოლცმა შემთხვევით Signal-ის ჩატში, სადაც აშშ-ის ხელისუფლება ჩრდილოეთ იემენში ანსარ ალაჰის („ჰუსიტების“) მოძრაობის მმართველობაზე დარტყმებს განიხილავდა, Atlantic-ის მთავარი რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი დაამატა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები