გიორგი გახარია: ინტონაციიდან გამომდინარე გადავწყვეტ, მივიღებ თუ არა კირკიტაძის ბოდიშს

„ერთმნიშვნელოვნად მივესალმები იმას, რომ დავით კირკიტაძემ პოლიციელს ბოდიში მოუხადა, თუმცა, ინტონაციიდან გამომდინარე გადავწყვეტ, მივიღებ ასეთ ბოდიშს თუ არა”, – ამ სიტყვებით შეაფასა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ დავით კირკიტაძის მიერ პოლიციელებისთვის ბოდიშის მოხდა.
თუმცა, მინისტრმა აღნიშნა, რომ თავად მას კირკიტაძის ბოდიში, რომელიც სასამართლო პროცესზე წარმოთქვა, არ უნახავს.
„ერთმნიშვნელოვნად მივესალმები იმას, რომ დავით კირკიტაძემ პოლიციელს ბოდიში მოუხადა. რაც შეეხება იმას, ვიღებ თუ არა მე პირადად ამ ბოდიშს – არ მინახავს, უნდა ვნახო და ინტონაციიდან გამომდინარე გადავწყვეტ, მივიღებ ასეთ ბოდიშს თუ არა”, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები