რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში მოსახლეობასთან რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალური გზების მშენებლობის პროექტის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – ამირან გიორგაძე, მარნეულის მერის მოადგილე – ლაშა ლობჯანიძე და მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მოქალაქეებისთვის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირების, განსახლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული კომპენსაციის პოლიტიკისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
მოგახსენებთ, რომ, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, საქართველომ მოიპოვა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფნის სტატუსი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ეროვნული პრიორიტეტი გახდა.
აღსანიშნავია, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტის განხორციელების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება