დავით ქართველიშვილი: ფრანგების “აღშფოთებულ შეშფოთებას” ვერც პრემიერ-მინისტრის შეცვლა ვერ უშველის და ვერც ხელისუფლების მხრიდან ინსპირირებული მიგრანტების დაპირისპირება აბორიგენებთან – ყარს ევროსაბჭოთაკავშირი და ლპობის ამ სუნმა ამ ეტაპზე ჯერ უკვე ფრანგები შეაწუხა – მაგრამ “დომინოს პრინციპი” ჯერ არავის გაუუქმებია
“არ მეგონა, თუ ყველასთვის ხელმისაწვდომი პროგნოზი, რომელიც მე გამოვთქვი ერთი თვის წინ – საფრანგეთში ასე მალე აღსრულდებოდა. სექტემბერშივე ახარეს ფრანგებს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის “კაპიტულაციის აქტის” გადალახვა, რომელსაც მან ტრამპის შოტლანდიურ გოლფ-კლუბში მოაწერა ხელი – რიგითი ევროპელების “კისერზე” გადაივლის. საფრანგეთში მაგალითად, ეკონომიკის “გაძლიერება” საკუთარი მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარებების შეკვეცით დაიწყეს. ფრანგების “აღშფოთებულ შეშფოთებას” ვერც პრემიერ-მინისტრის შეცვლა ვერ უშველის და ვერც ხელისუფლების მხრიდან ინსპირირებული მიგრანტების დაპირისპირება აბორიგენებთან. ყარს ევროსაბჭოთაკავშირი და ლპობის ამ სუნმა ამ ეტაპზე ჯერ უკვე ფრანგები შეაწუხა – მაგრამ “დომინოს პრინციპი” ჯერ არავის გაუუქმებია. გაიღვიძე ევროპა,” – ამის შესახებ, „ ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, საფრანგეთში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური პროცესები ევროპისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მისი თქმით, უკვე სექტემბერში გახდა ცხადი, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ გაფორმებული შეთანხმებები „რიგითი ევროპელების კისერზე გადაივლის.
„ არ მეგონა, თუ ყველასთვის ხელმისაწვდომი პროგნოზი, რომელიც მე გამოვთქვი ერთი თვის წინ – საფრანგეთში ასე მალე აღსრულდებოდა. სექტემბერშივე ახარეს ფრანგებს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის “კაპიტულაციის აქტის” გადალახვა, რომელსაც მან ტრამპის შოტლანდიურ გოლფ-კლუბში მოაწერა ხელი – რიგითი ევროპელების “კისერზე” გადაივლის. საფრანგეთში მაგალითად, ეკონომიკის “გაძლიერება” საკუთარი მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარებების შეკვეცით დაიწყეს. ფრანგების “აღშფოთებულ შეშფოთებას” ვერც პრემიერ-მინისტრის შეცვლა ვერ უშველის და ვერც ხელისუფლების მხრიდან ინსპირირებული მიგრანტების დაპირისპირება აბორიგენებთან. ყარს ევროსაბჭოთაკავშირი და ლპობის ამ სუნმა ამ ეტაპზე ჯერ უკვე ფრანგები შეაწუხა – მაგრამ “დომინოს პრინციპი” ჯერ არავის გაუუქმებია. გაიღვიძე ევროპა!
ხომ მართლა, აკაცუკების ტელევიზიები თუ აშუქებენ საფრანგეთში მიმდინარე სოციალურ რევოლუციას? “რუსული არისო მაი ამბავი” – ამ კონტექსტში მაინც? ან 32 წლის გადასარევი ამერიკელი ახალგაზრდის, ულამაზესი ოჯახის პატრონის მკვლელობა თუ გააშუქეს – ჩადენილი მხოლოდ იმის გამო, რომ დაუფარავად ქადაგებდა: კაცი-კაცია, ქალი-ქალია და რა ტკბილია ტრადიციული, რწმენაზე და სიყვარულზე აგებული საოჯახო ურთიერთობები – აი ამის გამო. არ აშუქებენ? სწორია – საკუთარ იდეოლოგიურ მოკავშირე-მკვლელზე აუგი როგორ თქვან.
დღეს მთელი აკაცუკეთი ზეიმობს ჩარლი კირკის მკვლელობას. იქ, იუტას შტატში, ვიღაცას ეყო გამბედაობა განეხორციელებინა ის, რაზედაც ადგილობრივი აკაცუკები მხოლოდ ოცნებობენ. რა დიდი სიამოვნებით გამოგვიყვანდნენ სასიცოცხლო მწყობრიდან – მრავალფეროვანი შიშებით შეპყრობილები, საკუთარ განსულიერებულ სხეულში მცირეოდენი ფულით რომ არ იმაგრებდნენ “ბალაკლავებით” შენიღბულ “გამბედაობას”, რომლის მაქსიმუმი მხოლოდ ბანერების დაზიანებასა თუ გოგონა-ჟურნალისტის, საკუთარი “ოიდიპოსის კომპლექსის” ზეგავლენით, უკბილო და განუხორციელებელი უშვერი შეურაცხყოფით რომ შემოიფარგლება.
ყარს ევროსაბჭოთაკავშირი და ყარს სრულიად საქართველოს აკაცუკეთი. ლპება ერთიც და მეორეც. არანაირი რესურსი გადარჩენის – არ გააჩნიათ. გონებრივ და ინტელექტუალურ დონეზეც კი – რომელიც “ზეროა” მათში. სიტყვიერი მარაგის დონეზეც კი – რომელიც მათთვის ამ გაუგებარი ტექსტის შინაარსის წინაშე, დღეს ცვლაში მყოფი “სატროლეთის” მხრიდან, დედაჩემის მიმართ მორიგი განუხორციელებელი დაპირებით შემოიფარგლება, საკუთარ შიგევროპულ საუკეთესო ტრადიციებში. ლეში – სიკვდილის შემდეგ ყროლდებაო, თქვენ კი ამას “სიცოცხლეშივე” მიაღწიეთ…“ – წერს ქართველიშვილი.