მათიკაშვილი – ზურაბიშვილი-ხიდაშელზე: ქართველები საქართველოსადმი სიძულვილს ასე საერთაშორისო არენაზე პროპაგანდირებდნენ, ამბობდნენ სრულიად აბსურდულ რაღაც მოვლენებსა და ფაქტებს
„ქართველები საქართველოსადმი სიძულვილს ასე საერთაშორისო არენაზე პროპაგანდირებდნენ, ამბობდნენ სრულიად აბსურდულ, რაღაც მოვლენებსა და ფაქტებს, რომელსაც ადგილი რეალურად არ აქვს საზოგადოების ცხოვრებაში”, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიაზე, სალომე ზურაბიშვილის და თინა ხიდაშელის გამოსვლის ფაქტის შეფასებისას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილი განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ.
“ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს აქცია, ეს შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ არის ასე ყურადღებითა და გულდასმით მოსმენილი იმ ქვეყანაში, იმ ადამიანების მიერ და იმ სტრუქტურის მიერ, რომელიც ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, საბჭოურ პერიოდში, წლების განმავლობაში იყო დემოკრატიისა და თავისუფლების დამცველი – ჰელსინკის კომისია და დღეს არის „დიფ სთეითის“ რაღაც საცეცედ გადაქცეული“, – განაცხადა მათიკაშვილმა.