რატი იონათამიშვილი GORBI-ს კვლევაზე: ნდობის ეს ხარისხი დარწმუნებული ვარ 4 ოქტომბრისთვის კიდევ უფრო გაზრდილი იქნება
„ნდობის ეს ხარისხი დარწმუნებული ვარ 4 ოქტომბრისთვის კიდევ უფრო გაზრდილი იქნება,“ – ასე აფასებს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, GORBI-ს კვლევების შედეგებს.
„საზოგადოების გაზრდილი ნდობა „ქართული ოცნებისადმი“ არის ზუსტი სიგნალი, რომ ჩვენი ხალხი, მოსახლეობა აფასებს „ქართული ოცნების“, როგორც ეროვნული და პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური გუნდის მუშაობას, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს იმაზე, რომ კეთილდღეობა, მშვიდობა და სტაბილურობა იყოს შეუქცევადი და სწორედ ამით არის განპირობებული თუნდაც ბოლო ორ თვეში, შთამბეჭდავად არის გაზრდილი ნდობა. ნდობის ეს ხარისხი დარწმუნებული ვარ 4 ოქტომბრისთვის კიდევ უფრო გაზრდილი იქნება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, GORBI-ს ახალი კვლევის წინა შედეგებთან შედარებით „ქართული ოცნების“ პარტიული რეიტინგი საგრძნობლად გაზრდილია, კლება შეინიშნება ხაზარაძე-ჯაფარიძის „ლელოს“ რეიტინგში, გაზრდილია „გირჩის“ რეიტინგიც 3.2%-დან 5.1%-მდე.