ირაკლი კობახიძე – გახსოვთ, როგორი შტურმის ობიექტი გახდა თავის დროზე ეუთო/ოდირი, როდესაც მან დადო დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ასეთი თავის ატკივება, შეიძლება, აღარ სურდა, ჩვენ ეუთო/ოდირ-ის პოზიციას გაგებით ვეკიდებით

გახსოვთ, როგორი შტურმის ობიექტი გახდა თავის დროზე ეუთო/ოდირი, როდესაც მან დადო დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ასეთი თავის ატკივება, შეიძლება, აღარ სურდა. ჩვენ ეუთო/ოდირის პოზიციას გაგებით ვეკიდებით, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთ თვე საკმაოდ ნორმალური ვადა იყო იმისათვის, რომ ეუთო/ოდირის მისია დაკომპლექტებულიყო.

„რაც შეეხება ეუთო/ოდირს, ჩვენ ველოდებოდით რეგისტრაციის ვადების ამოწურვას. ამის შემდეგ გაიგზავნა ეუთო/ოდირ-ში მოწვევა. ვფიქრობ, ერთ თვე საკმაოდ ნორმალური ვადა იყო იმისათვის, რომ დაკომპლექტებულიყო მისია. ამას დღეები სჭირდება რეალურად. ზედმეტი ბიუროკრატია ევროპას ვნებს, მაგრამ ერთ თვეში სავსებით შესაძლებელია მისიის დაკომპლექტება, ყველა საკითხის გავლა და მისიის განხორციელება. თუმცა მე მესმის, რომ ეს ყველაფერი იყო სერიოზული გამოწვევა ეუთო/ოდირი-სთვის, თქვენ გახსოვთ, როგორი შტურმის ობიექტი გახდა თავის დროზე ეუთო/ოდირი, როდესაც მან დადო დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ასეთი თავის ატკივება, შეიძლება, აღარ სურდა. ჩვენ ეუთო/ოდირ-ის პოზიციას გაგებით ვეკიდებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები