კიევში ძმები კლიჩკოების მუზეუმი გაიხსნა

უკრაინელი ბოქსიორების, ძმებ ვიტალი და ვლადიმერ კლიჩკოების ფანკლუბმა კიევში მუდმივად მოქმედი მუზეუმ-გამოფენა გახსნა, სადაც მათი სპორტული მიღწევები გამოიფინება.
ექსპოზიცია 1 ივნისს წარმოადგინეს ეროვნულ სპორტულ კომპლექსში, სადაც 70 ექსპონატი იქნა წარმოდგენილი, რომლებიც უშუალოდ ძმებ კლიჩკოებს გადაეცათ. მნახველებს შეუძლიათ ნახონ ძმებ კლიჩკოების ქამრების, ხალათების, ბოქსიორის ხელთათმანების, ტრუსების, ფეხსაცმელების, თასების და ასევე მედლების ნახვა.
ექსპოზიცია მოიცავს ძმებ კლიჩკოებზე მათი სპორტული კარიერისა და მიღწევების ამსახველი ფილმის ჩვენებას. გამოფენას უკვე ესტუმრნენ ვიტალი მეუღლე ნატალისთან და შვილებთან ერთად, ხოლო ვლადიმერ კლიჩკო მეგობარ ქალთან, ჰაიდენ პანეტერისთან ერთად მივიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები