ხუდადოვის ქუჩაზე ავტომობილი 10 წლის მოზარდს დაეჯახა
თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი 10 წლის მოზარდს დაეჯახა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ავტომობილის მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.