მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში პირველ ივნისს საბავშვო კონცერტი გაიმართება
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, პირველი რესპუბლიკის ბაღში საბავშვო კონცერტი გაიმართება.
„12:00 საათზე ყველაზე პატარა მაყურებლისთვის ეროვნული სასახლის თეატრალური მიმართულების თოჯინების თეატრის დასი სპექტაკლის – “მგელი და სამი თიკანი” პრემიერას გამართავს“,- აცხადებენ მოსაწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში.
მათივე ცნობით, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი 13:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება. ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებიც გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ეროვნული სასახლის მუსიკალური მიმართულების ანსამბლები :
ბავშვთა ანსამბლი ,,შვიდკაცა”;
მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სკოლა;
ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „მზიური“;
მევიოლინეთა ანსამბლი ,,სი_მი”;
მაია ჯაბუას და ეკა კახიანის ვოკალური სტუდიის აღსაზრდელები;
ფოლკლორული ანსამბლი ,,ალიონი”;
ხალხური საკრავების ანსამბლი ,,საუნჯე”;
ფოლკლორული ანსამბლი ,,რტონი”;
ფოლკლორული ანსამბლი ,,კესანე”;
ქართულ ხალხურ ცეკვებს შეასრულებს ქორეოგრაფიული ანსამბლები:
ანსამბლი ,,თამარიონი”;
ანსამბლი ,, ლაშქარი”;
ანსამბლი ,,ფერხული”;
ანსამბლი ,,იმედი”;
ანსამბლი ,,კავკასიონი”;
ანსამბლი ,,ბასიანი”;
ანსამბლი “სიხარული”;
ანსამბლი ,,მარულა”;
ანსამბლი ,,შევარდენი”;
ღონისძიების ფარგლებში გამოიფინება ეროვნული სასახლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების მოსწავლეების ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, აუდიო-ვიზუალური მიმართულების გ. თიკანაძის ფოტოხელოვნების მოსწავლეების გამოფენა.
R