“ბილაინი” მომხმარებელს NBA-ის საერთაშორისო ლიგის აბონემენტის შეძენას სთავაზობს
„ბილაინი“, საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრი, მომხმარებელს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) საერთაშორისო ლიგის აბონემენტზე წვდომას სთავაზობს, რაც NBA-ის ნებისმიერი თამაშის ყურების შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს გულისხმობს.
საერთაშორისო ლიგის აბონემენტის მფლობელს შესაძლებლობა აქვს, NBA-ის თამაშებს მაღალი, მათ შორის HD ხარისხით უყუროს, მიიღოს შედეგები რეალურ დროში, უყუროს თამაშებს როგორც კომპიუტერის, ისე მობილურის მეშვეობით, მათ შორის ნახოს ყველა საკვალიფიკაციო და ფინალური მატჩი, ასევე, All Star თამაში. მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს წლიური, ერთი თვის, ერთი თამაშის ან 10 წუთის ხანგრძლივობის აბონემენტი. წლიური აბონემენტის შემთხვევაში, მომხმარებელს წვდომა აქვს თამაშის ანალიტიკასა და დოკუმენტურ მასალაზე და ერთდროულად რამდენიმე თამაშის ყურება შეუძლია. გარკვეულ დროს, აბონემენტის შეძენა სპეციალურ ფასადაა შესაძლებელი, რასაც „ბილაინის“ მომხმარებელი აუცილებლად შეიტყობს. დღეს, 30 მაისს, NBA-ის ფინალური მატჩები იწყება და ხსენებული აბონემენტის შეძენა მომხმარებელს 30%-იანი ფასდაკლებით შეუძლია.
„ბილაინი“ მომავალშიც გეგმავს მსგავსი პროდუქტების წარდგენას იმისთვის, რომ მის მომხმარებელს ყოველთვის ჰქონდეს ინფორმაცია და წვდომა მსოფლიოში წამყვან ინტერნეტ რესურსებსა და აპლიკაციებზე.
R