ზაზა აბაშიძე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს თსუ-ის მეცნიერების საქმეზე აღიარა, რომ შემაჯამებელ ოქმს კომისიამ ხელი ქუჩაში მოაწერა და კონკურსს თავად უწოდა „ვაკხანალია”

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში ჩატარებული კონკურსების კანონიერების საქმესთან დაკავშირებით, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე უარყოფს, თითქოს მან აღიარა, რომ შემაჯამებელ ოქმს კომისიამ ხელი ქუჩაში მოაწერა და კონკურსს თავად უწოდა „ვაკხანალია”.

„საინფორმაციო სააგენტოების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია სათაურით „ზაზა აბაშიძემ თსუ მეცნიერების საქმეზე აღიარა, რომ შემაჯამებელ ოქმს კომისიამ ხელი ქუჩაში მოაწერა და კონკურსს თავად უწოდა „ვაკხანალია” არის სრული დეზინფორმაცია, არ შეესაბამება სინამდვილეს და მიზანმიმართულად ახდენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. სიტყვა „ვაკხანალია” სწორედ უსაფუძვლოდ ატეხილი აჟიოტაჟის გამო იყო გამოყენებული და არა კონკურსის მსვლელობასთან მიმართებაში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში ჩატარებული კონკურსის კანონიერების საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემ პატივისცემას ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლების შესარჩევი კონკურსში მონაწილე მეცნიერების მიმართ და მოვუწოდებ ყველა მხარეს, მათ შორის მედიის საშუალებებს თავი შეიკავონ პროცესზე განხილული საკითხების არასწორი ინტერპრეტაციისგან, რათა სასამართლო გადაწყვეტილებამდე საზოგადოება არ შევიყვანოთ შეცდომაში.” – აცხადებს ზაზა აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები