პარლამენტმა ცხოველებისადმი არასათანადო მოპყრობისთვის სასჯელის ზომები გაამკაცრა

ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობა 100-დან 500 ლარამდე დაჯარიმდება. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ხორციელდება, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით – 88 ხმით ერთხმად დაამტკიცა.
ცვლილების თანახმად, შინაურ ბინადარ ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობად მიიჩნევა კუდისა და ყურების მოჭრა, ასევე, კლანჭებისა და ეშვების დამახინჯება, ხმის იოგების მოცილება და სხვა ვეტერინარული პროცედურები, რომლებიც ცხოველის გარეგნობისა და ფიზიოლოგიური ფუნქციების შესაცვლელად იქნება გამიზნული.
ცვლილებები მიხედვით, ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მათი დაღუპვა გამოიწვია, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საფუძველი აღარ იქნება და სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება.
ცვლილების თანახმად, ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების ერთ წლამდე ვადით აღკვეთით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები