ირაკლი კობახიძე: ხუთდღიანი შეხვედრის დროს ანა დოლიძემ მხოლოდ ერთი არასრული დღე გაატარა ჩვენთან, ამ ერთიდან ნახევარი აუზზე იყო

„ანა დოლიძის განცხადებას სერიოზულად ვერ მივიღებ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობაიძემ განაცხადა.
საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავს. მისი თქმით, ამ საკითხების განხილვას ხუთი დღე დაეთმო, საიდანაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე მხოლოდ ერთ შეხვედრაში მონაწილეობდა.
„ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ხუთი სრული დღე დავუთმეთ ჩვენ ამ საკითხების განხილვას, მათ შორის გვქონდა ორი ორდღიანი გასვლითი შეხვედრა. აბსოლუტურად ყველა მხარე იყო რეალურად ჩართული ამ შეხვედრებში, გარდა  ანა დოლიძისა. ხუთი დღიდან  მან მხოლოდ ერთი არასრული დღე გაატარა ჩვენთან ერთად და ამ ერთი დღიდან ნახევარ  დღეს იყო აუზზე. ეს არის რეალური მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, მის განცხადებას სერიოზულად ვერ მივიღებ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ანა დოლიძემ დღეს განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი ცვლილებები ადასტურებს, რომ ეს ცვლილებები არის სრული ფარსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები