ნინო წილოსანმა თემატური მოკვლევის დაწყების შესახებ დააანონსა

მიმდინარე კვირაში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტიანობიასთნ დაკავშირებით თემატური მოკვლევა დარეგისტრირდება. ამის შესახებ დღეს პარლამენტის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული მოკვლევა მიზნად ისახავს სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრას. მოკვლევის შედეგად მოხდება მათი გარკვეული კატეგორიზაცია და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების სახელმწიფო მართვაში დატოვება.
„აღნიშნული მოკვლევა მიზნად ისახავს ორ კომპონენტს, ერთი არის თავად სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით, მათი გარკვეული კატეგორიზაცია და მათი სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ობიექტების სახელმწიფო მართვაში დატოვება და ყველა დანარჩენის პრივატიზებაში გაშვება, ან კერძო საჯარო პარტნიორულ ფორმატში გადაყვანა, იმისთვის, რომ უფრო ეფექტიანი მართვის ფორმატები მივიღოთ”,- აღნიშნა ნინო წილოსანმა.
მოკვლევის შედეგად გაირკვევა ასევე არსებობს თუ არა ამ საწარმოებში კორპორაციული მართვის სტანდარტები. რამდენად ანგარიშვალდებულები და გამჭვირვალეები არიან ისინი, რამდენადაც სახელმწიფო საწარმოები მართავენ და განკარგავენ სახალხო, საჯარო ქონებას და აქტივებს, შესაბამისად აღნიშნული მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია.
ნინო წილოსანის განცხადებით, საბოლოო ჯამში თემატური მოკვლევა მიზნად ისახავს სახელმწიფო საწარმოებში მართვის ეფექტიანობის ამაღლების კუთხით მათი მომგებიანობის გაზრდას, რაც გულისხმობს იქ დასაქმებული თითოეული ადამიანის როგორც სოციალური ასეევ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.
„ჩვენ თემატური მოკვლევის დაწყებამდე ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ მხარეს შემოიტანოს დადასტურებული პოზიციები აღნიშნულ საწარმოებთან დაკავშირებით და ხედვები რისი გაუმჯობესება არის შესაძლებელი”,- განაცხადა დეპუტატმა.
მოკვლევის პროცესში გაიმართება როგორც არასამთავრობო სექტორის და დაინტერესებული მხარეების, ასევე ოფიციალური სტრუქტურების მოსმენა, როგორიც არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სხვა სტრუქტურები.
მოკვლევის დასრულების შემდეგ სამუშაო ჯგუფი მიიღებს დასკვნებს და რეკომენდაციებს, რომელიც მიმართული იქნება სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები