ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლების დელეგაცია მიიღო.
საუბრის მთავარი თემები საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობები, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები იყო. ყურადღება გამახვილდა საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგზე, პარლამენტის ახალ რეგლამენტსა და ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტუციური გაძლიერების რეფორმაზე.
საუბარი, ასევე შეეხო ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას და ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას. კონგრესის თანამშრომლების დელეგაციამ, რომელიც ქვეყანას აშშ-საქართველოს საგანმანათლებლო კულტურული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ეწვია, შეხვედრები გამართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე თამარ ჩუგოშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსთან, ნიკოლოზ სამხარაძესთან.
ასევე, დაგეგმილია შეხვედრა ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავასთან, „ევროპული საქართველოს”, „ნაციონალური მოძრაობის”, “საქართველოს პატრიოტების” წარმომადგენლებთან და პარლამენტის აპარატის უფროსთან, გივი მიქანაძესთან.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა ვიზიტის მიზანი საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკის უკეთ გაცნობა, ასევე საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობების გაღრმავების ახალი გზების გამონახვაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები