ეკა ბესელია ახალ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს

„ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ეკა ბესელიას გუნდში გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტიერაძე იქნებიან. როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, პარტია 20 ივნისს დაფუძნდება.
მისივე განმარტებით, ახალი პარტია 2020 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
„მჯერა, რომ ეს ახალი პოლიტიკური ძალა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობით შეცვლის არსებულ ვითარებას, შეცვლის ხელისუფლება, შეცვლის ამ რეალობას, ამ უსამართლო გარემოს და ჩვენი მთავარი სათქმელი იქნება სწორედ ის, რომ ყველაფერი უნდა გადაწყდეს, გაიზომოს, აიწონოს და მოგვარდეს სწორედ სამართლის პრინციპით და სამართლიანობისთვის… პარტია დაფუძნდება 20 ივნისს, ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი თანამოაზრე“, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები