სალომე ზურაბიშვილი: ვინც ვიზალიბერალიზაციას არაკეთილსინდისიერად იყენებს, ვნებს საქართველოს იმიჯს საზღვარგარეთ

“ის, ვინც ვიზალიბერალიზაციას არაკეთილსინდისიერად იყენებს, ვნებს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, დაათვალიერონ ევროპა”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის ფორუმზე – „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტმა ფორუმზე დამსწრეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
“„ემიგრაციას, დიასპორულ ორგანიზაციებს გაქვთ იმის საშუალება, გაავრცელოთ ინფორმაცია, რომ ისინი, ვინც არაკეთილსინდისიერად იყენებენ ამ არაჩვეულებრივ საშუალებას – ვიზალიბერალიზაციას, სამომავლოდ ხელს უშლიან იმ ადამიანებს, ახალგაზრდებს, რომლებსაც ექნებათ სურვილი, გაეცნონ ევროპას, მოინახულონ კულტურული ღირსშესანიშნაობები. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი: შეიძლება, ისინი ადამიანებს უშლიან ხელს საქართველოს სურათს საზღვარგარეთ, რასაც ჩვენი საზოგადოება, თქვენ და ყველა ერთად ყოველდღიურად ვაშენებთ, იმას ექმნება საფრთხე რამდენიმე ადამიანის გამო, რომელიც არაკეთილსინდისიერად იყენებს ამ არაჩვეულებრივ საშუალებას. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე და გითხრათ, მე მწამს, რომ ჩვენი ერთობლივი მომავალი არის ძალიან ძლიერი, ძლიერი საქართველო, ძლიერი ქართველები, სადაც უნდა იყვნენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები