„28 მაისი გარეჯის დაცვის დღეა“ – საპროტესტო მსვლელობა გაიმართება

28 მაისს, დილის 9 საათზე, დავით-გარეჯში საპროტესტო გამოსვლა გაიმართება.
„ყველა გარეჯში! 28 მაისს, დილის 9 საათზე, პარლამენტის შენობასთან ვიკრიბებით და მივდივართ დავით-გარეჯში! მოძმე მეზობლებს სურთ თავიანთი დამოუკიდებლობის დღეს მსვლელობის მოწყობა „ალბანურ”დავით გარეჯში…
ჩვენს სიმრავლეზე, ერთობაზე, რწმენაზე, შეუპოვრობაზეა დამოკიდებული, დავკარგავთ და დავუკარგავთ თუ არა შვილებს დავით გარეჯას!
მე ჩემს შვილებს მინდა, შევუნახო და არ შემრცხვეს მათი, რატომ ვერ დავიცავი გარეჯა!
წინაპრებით ჩვენამდე მოტანილი, ჩვენს შვილებს, მომავალ საქართველოს ეკუთვნის… ჩვენ მცველები ვართ წინაპართა სისხლის, მიწის, რწმენის…
ადრე თუ სხვისი ბრალი იყო რამის დაკარგვა, ახლა ჩვენი უმოქმედობის, უნიათობის, სიზარმაცის, გათითოკაცების ბრალი იქნება… მერამდენე მონასტერზე, ძეგლზე, მიწის ნაგლეჯზე უნდა ვილაპარაკოთ წარსულ დროში!
მიწის დაცვის დროა!“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები