სოფელ კახათში, ავტოავარიის შედეგად, 1 ადამიანი მძიმედ დაშავდა

რამდენიმე წუთის წინ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოავარია მოხდა. ადგილობრივების განცხადებით, ავტომანქანა სავალი გზის ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. ადგილზე დაშავდა ავტომანქანის მძღოლი, რომელიც სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების განცხადებით, დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზეა. დაშავებულის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ავარიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები