უბედური შემთხვევა თბილისში – 3 წლის ბავშვი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა თბილისში. რამდენიმე წუთის წინ, დიდი დიღმის დასახლებაში, პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულიდან 3 წლის ბიჭი  გადმოვარდა და გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები