მიხეილ გიორგაძე დავით გარეჯზე – „არანაირი ისეთი კომპრომისი, რაც გულისხმობს ჩვენი ეროვნული ინტერესების უგულებელყოფას, თეორიაში არც განიხილება“

“თეორიაში არც განიხილება არანაირი ისეთი კომპრომისი, რაც გულისხმობს ჩვენი ეროვნული ინტერესების უგულებელყოფას”, – ასე უპასუხა ჟურნალისტებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ.
მისი თქმით, ბაქოში აქტიურად მიმდინარეობს საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს.
„ბუნებრივია, ამ კომისიის სხდომის შედეგებს ველოდებით. ქართული მხარის სულისკვეთება და განწყობა ნათელია, რომ არანაირი ისეთი კომპრომისი, რაც გულისხმობს ჩვენი ეროვნული ინტერესების უგულებელყოფას, თეორიაში არც განიხილება. გამოსავლის პოვნისა და ამ საკითხის დალაგებისთვის შეიქმნა კომისია, რომლის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები