დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა 8 პატიმარი და 3 პირობით მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, 8 თავისუფლებააღკვეთილი პირი შეიწყალა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეწყალებული 8 პირი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს დღესვე დატოვებს.
მათივე ინფორმაციით, ამის გარდა, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 3 პირობით მსჯავრდებული (მათ შორის – 1 ქალბატონი), რომელიც სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები