თამარ ხულორდავა: დავით გარეჯის საკითხზე აზერბაიჯანში შეხვედრა მიმდინარეობს და შესაბამისი კომისია მუშაობს

„ყველას ვთხოვდი, ამ საკითხზე ზედმეტი პოლიტიზებისგან თავი შევიკავოთ, რადგან საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ დავით გარეჯის თემაზე კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, გარეჯში მიმდინარე საკითხებზე ყველა ინფორმირებულია და შესაბამისი კომისია მუშაობს.
ქართული მხარისგან მიმდინარე პროცესებზე რეაგირება არის, რადგან საკითხი ქვეყნის ინტერესებისთვის ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანია. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას მაქსიმალურად ცივი გონებითა და სწორად მივუდგეთ, რათა ამ პროცესში დამატებითი სირთულეები არ შევქმნათ.
ამ საკითხის შესახებ ყველა ინფორმირებულია. ამ წუთებში, აზერბაიჯანში შეხვედრა მიმდინარეობს და საკითხებზე შესაბამისი კომისია მუშაობს. საკითხი უკვე დაყენებულია და ჩვენმა აზერბაიჯანელმა კოლეგებმაც იციან. კომისიას მუშაობა დავაცადოთ, რათა გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია”, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები