„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გვყავდეს ჯანმრთელი და ბედნიერი მომავალი თაობა“
საქართველოს პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბავშვებს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს ულოცავს.
პრემიერის თქმით, ხელისუფლება ყველაფერ აკეთებს იმისთვის, რომ ჯანმრთელი, დაცული, განათლებული და ბედნიერი მომავალი თაობა გვყავდეს.
„1 ივნისს ცივილიზებული მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.ბავშვები სიცოცხლის გაგრძელებაა, ქვეყნის მომავალია. მათი გაფთხილება, უფლებების დაცვა, მათზე ზრუნვა მომავალზე ზრუნვაა. ჩვენთვის, ისევე, როგორც ყველა ცივილიზებული ქვეყნისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვთა უფლებების დაცვას, მათი ჯანმრთელობისათვის ზრუნვას, ზნეობრივი ღირებულებებით მათ აღზრდას. დღეს ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ბავშვი, რომლებსაც სახელმწიფოსაგან განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნვა სჭირდება. ჩვენი მთავრობა მუშაობს პროექტზე, რომელშიც ჩართული იქნება ყველა და ჩვენ დავამტკიცებთ, რომ სოლიდარულ საზოგადოებას უმნიშვნელოვანეს შედეგების მიღწევა შეუძლია.
ძალიან მალე გადაიჭრება დაფინანსების პრობლემა იმ ბავშვებისთვის, რომლებიც უმძიმესი სენით არიან დაავადებულები. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გვყავდეს ჯანმრთელი, დაცული, განათლებული და ბედნიერი მომავალი თაობა.
ყველას გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს, განსაკუთრებით კი ვულოცავ ბავშვებს, ვუსურვებ მათ ბედნიერ და ნათელ მომავალს“ – აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის მისალოც წერილში.