სირიაში ჟურნალისტებს ტანკიდან ცეცხლი გაუხსნეს(ვიდეო)

სირიის სამთავრობო ძალებმა რეპორტიორ ალექს კნოუფორდს, გადამღებ ჯგუფსა და თანმხლებ აქტივისტებთან ერთად, ცეცხლი გაუხსნეს. ექსკლუზიურ რეპორტაჟს მომხდართან დაკავშირებით Skynews-ის ჟურნალისტი ავრცელებს.
მისი მტკიცებით, გადამღებ ჯგუფს თავს იმ დროს დაესხნენ, როდესაც ტყვიაგამძლე-ცეცხლმოკიდებულ მანქანას უღებდნენ.
“ჩვენ რამდენიმეჯერ გვესროლეს 125-მილიმეტრიანი ჭურვები. სავარაუდოდ, ეს რუსული სამხედრო – ტანკი T-72 იყო”, – აღწერა თავდასხმა კნაუფორდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები