გია აბაშიძე: მაღალი ალბათობით, პარტნიორთა კრებაზე ნიკა გვარამიას თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნის საკითხი განიხილება

0

ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში „რუსთავი 2-ის“ წილების გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, ნინო ნიჟარაძის ბრალდებები ნიკა გვარამიას მიერ ფულის გათეთრებას უკავშირდება.

„როგორც შევიტყე, ხვალ, 25 მაისს „რუსთავი 2-ის“ პარტნიორთა კრებაა დაგეგმილი. ცნობილია, რომ ტელეკომპანიის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ბრალდებები ნიკა გვარამიას მიერ ფულის გათეთრებას უკავშირდება. არსებული კანონმდებლობით კი  ეს  ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე. ასევე, ცნობილია, რომ თუ ასეთ საქმეზე გენდირექტორს დაემუქრა ციხე, დღის წესრიგში დგება კომპანიის მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხიც…

მაღალი ალბათობით, პარტნიორთა კრებაზე ნიკა გვარამიას თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნის საკითხი განიხილება. შესაძლოა, ტელეკომპანიის მფლობელები მას გაემიჯნონ. ანუ დადგება შეკითხვა: განეშორები გვარამიასა? პასუხად, სავარაუდოდ – განვეშორები! და სამჯერ თანდაყოლილი „ფუი ეშმაკს!“
ექსპროკურორმა გვარამიამ მშვენივრად იცის, რამდენად მძიმეა სასჯელი ფულის გათეთრებაზე, თუკი ბრალდება დამტკიცდა.
რატომ ჩაიდინა ეს? მიზეზი მარტივია – ამოცანაა, ფინანსებისგან დაცლილი ტელეკომპანია, ადრე თუ გვიან, დახვდეს ქიბარ ხალვაშს…
დაველოდოთ ხვალინდელ სავარაუდო „განვეშორების“ შეძახილს „ერორის“ პარტნიორთა კრებაზე…“, – წერს გია აბაშიძე „ფეისბუქპოსტში“.
ხვალ „რუსთავი 2-ის“ პარტნიორთა კრებაზე ფინანსური საკითხებზე იმსჯელებენ. „რ2-ის“ 9%-იანი წილის მფლობელი, ნინო ნიჟარაძე აცხადებს, რომ სხვა პარტნიორებისა და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ წარმოებულ სასამართლო დავაზე უარს იტყვის, თუ მხარეები შეთანხმებას მოახერხებენ.

კომენტარები

კომენტარი