გიორგი მიქაუტაძე: უარს ვამბობ სააპელაციო სასამართლოში შეტანილ განაცხადსა და ამ კუთხით დაწინაურებაზე

“ორ ვაკანსიაზე აღარ მაქვს განაცხადი. უარს ვამბობ სააპელაციო სასამართლოში შეტანილ განაცხადსა და ამ კუთხით დაწინაურებაზე”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.
როგორც მიქაუტაძემ აღნიშნა, განაცხადს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ტოვებს.
“ორ ვაკანსიაზე აღარ მაქვს განაცხადი. უარს ვამბობ სააპელაციო სასამართლოში შეტანილ განაცხადსა და ამ კუთხით დაწინაურებაზე. საბჭოს ვთხოვ, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილოს, მხოლოდ და მხოლოდ, იქ, სადაც ამჟამად ვარ გამწესებული – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. ვინაიდან ჩემი ვადაც ბევრი აღარ არის დარჩენილი, დაახლოებით, 2 წლამდე დრო დარჩა, მე მაქვს ამის სურვილი და უფლებაც, რომ უვადოდ გადანიშვნაზე მქონდეს პრეტენზია და სწორედ ამიტომ ვტოვებ ჩემს კანდიდატურას პირველ ინსტანციაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში”, – განაცხადა მიქაუტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები