ბრიტანეთის საგარეო მინისტრი უარყოფს ინფორმაციას უახლოეს დროში ტერეზა მეის გადადგომის შესახებ
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას უახლოეს დროში პრემიერმინისტრის, ტერეზა მეის გადადგომის შესახებ. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა, ჯერემი ჰანთმა Sky News-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ტერეზა მეი თანამდებობაზე დარჩება, სულ მცირე, იმ დრომდე, სანამ ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ეწვევა დიდ ბრიტანეთს, რაც ივნისის დასაწყისისთვის არის დაგეგმილი.
“ტერეზა მეი მას მიიღებს, როგორც პრემიერმინისტრი და ეს სავსებით ნორმალურია”, – განაცხადა ჰანთმა.
შეგახსენებთ, რომ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს, ტერეზა მეი დღეს, 24 მაისს გამოაცხადებდა გადადგომის შესახებ.