განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის 4 ფაქტი გამოვლინდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით  უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა – გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინეს.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და შიდა ქართლის რეგიონში  დანაშაულში მხილებული პირების სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების, ჯამურად, 1 206 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი – ვისკი და კონიაკი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 31 000 ლარს აღემატება“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები