“მივესალმები საქართველო – აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის წლების განმავლობაში შეჩერებული პროცესის განახლებას”

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დავით-გარეჯის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
პრეზიდენტი საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების განახლებას მიესალმება.
“მივესალმები საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის წლების განმავლობაში შეჩერებული პროცესის განახლებას, რაზეც აზერბაიჯანში ვიზიტისას პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე შევთანხმდით.
დარწმუნებული ვარ, რომ, ჩვენი მრავალწლიანი კეთილმეზობლური ურთიერთობებიდან გამომდინარე, მხარეები იხელმძღვანელებენ სტრატეგიული პარტნიორობით და ეს პროცესი სწრაფად მოგვცემს შედეგს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები