პარლამენტის თავმჯდომარემ და ევროკავშირის იუსტიციისა და მომხმარებელთა გენერალური დირექტორატის წარმომადგენელმა მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირის იუსტიციისა და მომხმარებელთა გენერალური დირექტორატის წარმომადგენელს, ჯერონ ჰუიჯერს შეხვდა.
საუბრის მთავარი თემა მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმები იყო. მხარეებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესსა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებისა და მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის შესახებ იმსჯელეს.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ რეფორმირების პროცესი სწორი მიმართულებით მიდის. ყურადღება, ასევე, გამახვილდა პროცესის გამჭვირვალობისა და ღიაობის მნიშვნელობაზე.
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, რომ საქართველოს პარლამენტის მხრიდან ზოგადი პროცესის ღიაობა, გამჭვირვალობა და საზოგადოებრივი კონტროლი უზრუნველყოფილი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები