”ინტერტრანსი”: მძღოლებს შევთავაზეთ ყვითელ მიკროავტობუსებზე დასაქმება, თუმცა მათ უარი თქვეს

რუსთავიდან უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისკენ მგზავრთა გადაყვანა, ამ დროისთვის, შეუფერხებლად მიმდინარეობს.

როგორც “კვირას” კომპანია “ინტერტრანსიდან” აცნობეს, ამ ეტაპზე, N19 სამარშუტე ხაზზე თეთრი გადამზიტი სატრანსპორტო საშუალებები, კონტრაქტის ვადის გასვლის გამო,  ყვითელმა მიკროავტობუსებმა ჩაანაცვლესომპანიაში, ასევე, აცხადებენ, რომ ისინი აქციის მონაწილე მძღოლებთან მოსალაპარაკებლად მზად არიან. მათივე თქმით,  “ინტერტრანსმა” მათ ყვითელ მარშუტკებზე დასაქმებაც შესთავაზა, თუმცა მძღოლებმა კომპანიას უარი განუცხადეს. 

კომპანიის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პირი უნებართვოდ მოისურვებს მგზავრების გადაყვანას თბილისიდან რუსთავის ან – პირიქით – მიმართულებით, რუსთავის ზედამხედველობის სამსახური მათ დააჯარიმებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები