დავით-გარეჯში, ჩიჩხიტურის კოშკთან, აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დაიწყო (ფოტო, ვიდეო)

დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, ჩიჩხიტურის კოშკთან, საზღვართან, აზერბაიჯანელებმა გზის გაყვანა დაიწყეს. ინფორმაციას ადგილობრივი გიდი, ზვიად ანანიაშვილი ავრცელებს. ინფორმაციას ერთვის ფოტოები და ვიდეო.
მის სტატუსს „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„ჩიჩხიტურის მიმართულებით ხდება გზის გამოყვანა  აზერბაიჯანის მხრიდან.
გზის სამშენებლო ტექნიკა მობილიზებული ჰყავთ და შეუჩერებლად მუშაობენ. ეს ყველაფერი იმის ფონზე, როდესაც ჩვენ არ გვაძლევენ, უბრალოდ, ასვლის უფლებასაც კი, მიმდინარე მოლაპარაკებების გამო.
მივმართავ მათ, ვისაც ხელეწიფება ამ ინფორმაციაზე წვდომა, გაგვაგებინეთ, რა ხდება!!! რა გზას აშენებს სასაზღვრო ზონაში აზერბაიჯანი“? – წერს ზვიად ანანიაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები